ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
12 ივლისი, 2021, 22:03
ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

თბილისი (GBC) - ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს, რაც როგორც  დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ საზმაუზე განაცხადა, კარგად მომზადებას საჭიროებს. იმპიჩმენტის ინიცირებას 51  ხმა  სჭირდება, მხარდაჭერას -76. შუალედურ ფინალს  მაჭიტაძე ვერ პროგნოზირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბლოო ფინალი იქნება ამ რეჟიმის  დამარცხება.

მაჭუტაძემ  დაგეგმილი ბოიკოტის ფორმატიც ახსნა. ოპოზიცია ბოიკოტირების რეჟიმში მხოლოდ  იმ აქტივობებნში ჩაერთვება, სადაც მონაწილეობის საჭიროებას დაინახავს. სხდომების ნაწილს დაესწრება.

მან დაგმო  შს სამინისტროსგან ლექსო ლაშქარავას ღირსების შემლახავი მოქმედება. შსს-მ ოპერატორის ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებაზე განაცხადა,  მისი გარდაცვალების მიზეზად.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, ახლა როცა ქართული საზოგადოებრიობა ახლგაზრდა  კაცის  გარდაცვალებით გამწარებულია.  ბიჭის რომლის სიცოცხლის ხელყოფა ხელისუფლების წამქეზებლობამ განაპირობა, ყველა პროცესთან მიმართებაში სრტატეგია, ტაქტიკა, მოქმედება ამ  ფაქტიდან უნდა გამომდინარეობდეს. ტრაგიკულად აღსრულებული კაცის ღირსების შემლახავი ნებისმიერი მოქმედება აღშფოთებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

დღეს ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური  არა, მორალური, კულტურული, სამართლებრივი  კრიზისია, რომელიც  განიმუხტება პრემიერის და შს მინისტრის გადადგომით. სხვა გამოსავალი არ არის.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები