ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სპეცდეპოზიტარის ხელშეკრულება სებ-ს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება
მარიამ მინაძე
14 ივლისი, 2021, 16:55
სპეცდეპოზიტარის ხელშეკრულება სებ-ს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, სპეც-დეპოზიტართან გასაფორმებელი ხელშეკრულება, საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) ხელმეორედ მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.

მისი თქმით, დოკუმენტი ერთხელ სებ-მა უკვე განიხილა და შენიშვნებითა და შესწორებებით დააბრუნა, შესწორებულ ვერსიას კი სებ-ი თავიდან განიხილავს და თანხმობის შემთხვევაში, კონტრაქტიც გაფორმდება.

მელიქიძე კაპიტალის ბაზარზე არსებულ ცვლილებებსაც აფასებს და სებ-ის ახლადწარმოდგენილ Covered ბონდების (იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციები) შესახებ არსებულ კანონპროექტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი ინსტრუმენტების გაჩენას. ემიტენტებში, იმ ფინანსურ ორგანიზაციებში, სადაც მაღალი იპოთეკური სესხები იყო, სეგმენტიზაცია მოხდება.  

Covered Bond-ების გამოშვება აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იყო კომპლექსური და რთული პროცედურა, ახლა კი ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად მოხდება. მელიქიძის თქმით, შედეგებს უნდა დაველოდოთ თუ როგორ წაიკითხავს ასეთ ცვლილებებს ბაზარი.

თუ ასეთი ბონდები მათი პროფილის ფარგლებში შესაბამისი იქნება, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით რაც საპენსიო სააგენტოს კანონით აქვს, ძალიან კარგი იქნება და ინვესტირებასაც მოახდენენ.

რაც შეეხება ზოგადად, ახალი ობლიგაციების გამოშვებას, მელიქიძე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ემისიაზე ამბობს, რომ რთულია მათი გეგმების განსაზღვრა, თუმცა ადგილობრივი კომპანიების მეტწილად გააქტიურების იმედი აქვს.

ელის, რომ ე.წ Rollover მოხდება, ანუ ობლიგაციების გადაფარვის შემდეგ, ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება.

თუ COVID19 პანდემია კიდევ გაღღმავდა, ეს პროცესი გაჭიანურდება, ხოლო თუ შემცირდა, ახალ გამოშვებებსაც დავინახავთ.

გამოუშვებენ თუ არა ახალ ობლიგაციებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, მისი თქმით, ამას უკვე ემიტენტი ბროკერთან ერთად წყვეტს, პირობების შესაბამისად.

ხოლო, ვალუტის მხრივ, მელიქიძე ამბობს, რომ $-სა და -ში დაბალი საპროცენტო განაკვეთებია. ევროში გამოშვებულ პირველ ობლიგაციას საქართველოს სალიზინგო კომპანიის მიერ 3 მლნ  - ის ოდენობით, მელიქიძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ევროპაში მინუსიანი საპროცენტო განაკვეთებია და მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი საქართველოში დაბალია (სალიზინგო კომპანიის შემთხვევაში -ს ობლიგაციებზე ფიქსირებული 4.75%), ევროპელი ინვესტორებისთვის ის მაინც მიმზიდველია.

რაც შეეხება ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს, მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, რაც კარგია და შესაბამისად ითვალისწინებს მიმდინარე ცვლილებებს, მათ შორის ინფლაციას და საბოლოო ჯამში დაყვება ეკონომიკას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები