| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რამხელა სიამოვნებააა ბათუმში, შავი ზღვისპირა ტურისტულ ქალაქში თქვენი მასპინძლობა, - ევროსაბჭოს და 3 ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა პრემიერმა და აღნიშნა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალ ხარისხზე ; "ახალგაზრდა დემოკრატია ვართ ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვვითარდებით. ჩვენი დემოკრატია ფორმაშია და ეკონომიკაში ბუმი იწყება".
ირაკლი ღარიბაშვილმა ოცნებების რეალობად გადაქცევის მიზანზე განაცხადა. პანდემიასთან ბრძოლაში ერთად დგომის სიკეთეზე და . ტემპის შენარჩუნებაზე, - "1 წთ-ითაც ვერ მოვდუნდებით. ხალხი უსაფრთხოდ უნდა ვამყოფოთ".
ღარიბაშვილმა გეოპოლიტიკური დესტაბილიზაციიდან მომდინარე გამოწვევებზე, განსაკუთრებით, რუსეთის აღვირახსნილობაზე გაამახვილა ყურადღება. იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონი მშვიდობის უზრუნველყოფის მიკროსამყაროდ უნდა იქცეს. კონფლიქტების რეგიონი უნდა შესაძლებლობების რეგიონად გადავაქციოთ.
პრემიერმა ევროკავშირის მიერ დაპირებული 3.9 მლრდ - ევროს დახმარების პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 აპრილის ხელშეკრულებასთან მიმართებაში ისაუბრა. მიშელის თქმით, მაკრო-ფინანსური პაკეტის მიღების წინაპირობა შეთანხმების შესრულებაა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებლობის დაკარგვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss