ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში - გამყრელიძე
20 ივლისი, 2021, 14:20
ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში - გამყრელიძე

თბილისი  (GBC) - ეპიდსიტუაციის ყველა იდიკატორი, მათ შორის 100 000 -ზე ახალი შემთხვევების და ასევე დადებითობის მაჩვენებელი გაუარესებულია. დავბრუნდით III ტალღის პიკის პერიოდის დონეზე, - ამირან გამყრელიძის თქმით, ოქტომბერ-ნოემბრის ანალოგიურ  მდგომარეობამდე დამძიმდა სიტუაცია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სამშაბათს მთელ რიგ რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსრულების ნაწილში. შტაბი ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულო ნორმაზე მუშაობს.  შეგახსენებთ, რომ აღსრულების ნაწილში  სანქციები პრემიერის ბრძანებით ანულირდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, მალე შევიტყობთ ფაიზერის შემოტანის თარიღს. "შესაძლოა დღესაც იყოს, ან ხვალ", - მისივე თქმით როცა დასაწყობდება შემდეგ გამოცხადდება ჯავშანიც და რაოდენობაც.

გამყრელიძის  თქმით, ამ დროისთვის 1.5 მლნ-მდე  ერთეული  სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებია, პირველადად ივლისში 80 000 აცრილია სინოფარმით და 40 000 - სინოვაკით. ის კვლავ ელოდება 43 000  ასტრა-ზენეკას. მისი ინფორმაციით, 1.2 მლნ დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის საფასურის ნაწილი გადახდილია. ამ დროისთვის 18 000 მედ-პერსონალიდან მხოლოდ 7 000-ია  აცრილი. 333 ამცრელი ბრიგადაა და თითო 70 აცრას აკეთებს. 

გამყრელიძემ 2-ჯერადი აცრის 2 შემთხვევის მიმდინარე კვლევაზე განაცხადა, რომ დადგინდეს 5 ივლისიდან იყო თუ არა გარდაცვალების 2 ფაქტი. 5 ივლისამდე არცერთი შემთხვევა იყო. ერთჯერად აცრილებში კი გარდაცვალების 12  ფაქტია. გამყრელიძის ინფორმაციით, 1-ჯერ  ვაქცინირებულში ინფიცირების კოეფიციენტი 0.8%-ია, 2-ჯერადში 0.3%. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები