ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მპ სებ-ის შეურბილებლადაც რბილდება
21 ივლისი, 2021, 21:21
მპ სებ-ის შეურბილებლადაც რბილდება

თბილისი (GBC) –  6-8% -ით თანადაფარვით, 60 000 - 300 000 ლარამდე იპოთეკის სუბსიდირების პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ მთავრობას 3 ან 5 აგვისტოს წარუდგენს და დამტკიცების შემდეგ კი საბანკო სექტორი**  1, 2, 4 ან მეტშვილიანი მშობლისთვის სასესხო ჩარჩო-შეთავაზების მომზადებას დაიწყებს, რასაც ბანკების ინფორმაციით 10 დღე დასჭირდება.

 

4 აგვისტოს კი ეროვნული ბანკის მპკ-მ  რეფინანსირების 9.5% განაკვეთის  გაზრდა-შენარჩუნება უნდა გადაწყვიტოს. როგორც ითქვა ბევრჯერ, გაზრდა, არაპირდაპირ ლარის გრძელვადიან გამყარებაზე მუშაოებს, შემცირება, ეკონომიკისთვის ფულადი რესურსის გაიაფებაზე.

 

საინვესტიციო ბანკირების  ანალიზით, სუბსიდირების პროგრამა, თავისი შინაარსით და ფუნქციური დატვირთვით  მონეტარული  პოლიტიკის (მპ) შერბილების ტოლფასია, რაც პრიმიტიული, არაპროფესიონალური ანალიზით, მიმოქცევაში ლარის გაზრდის და შესაბამისად დოლარის დეფიციტის  სამომავლო მოცემულობას ქმნის, - გაუფასურების ერთგვარ ბიძგს, 3.0-მდე გამყარებული ლარისთვის, სხვა თანაბარ და არათანაბარ პირობებში.

 

„დიახ, ჩვენ მზად ვართ, გავამკაცროთ რეფინანსირების განაკვეთი. თუმცა, ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი“, - რასაც, როგორც სსფ-სთან ერთობლივ პრეს-ბრიფინგზე კობა გვენეტაძემ განაცხადა. ორშაბათს (19 ივლისი) ვერ ხედავს. ამასთან პანდემიის გაურკვევლობაში  ეროვნული ბანკი მპ გადაწყვეტილებისას უკიდურეს სიფრთხილეს გამოიჩენს.

 

იპოთეკის სუბსიდირების გადაწყვეტილება, რომ მეტ სიფრთხილეს საჭიროებდა, რეკომენდაციას ქვეყნის ცენტრალური ბანკი, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყნის მთავრობას არ აძლევს. კორდიანაციას არ კარგავს და მხოლოდ რჩევით შემოიფარგლება. თუმცა ვერც ის შევიტყვეთ, ხომ არ  ჯობდა სუბსიდირებისგან თავშეკავება, ურჩია თუ არა.

 

გავარკვიეთ მხოლოდ, რომ უახლოესი თვეების მოულოდნელობებით სავსეა, პროგნოზები ბუნდოვანი და მონეტარული პოლიტიკის არც ზრდაა გამორიცხული და როგორც აღმოჩნდა არც კლება.

 

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ყოველთვის შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც პროგნოზს არ გაამართლებს. შეიძლება, საპირისპირო მიმართულებითაც შეცვალოს.


**მიკროსაფინანსო სექტორი პროგრაშაში არ ერთვება 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები