ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
იპოთეკური სესხების გაცემა 21%-ით შემცირდა
მარიამ მინაძე
23 ივლისი, 2021, 17:24
იპოთეკური სესხების გაცემა 21%-ით შემცირდა

თბილისი (GBC) – TBC Bank-ის მიერ იპოთეკური სესხების გაცემა ივლისის 20 დღიან პერიოდში (1-19) შემცირდა როგორც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კერძოდ, 1-19 ივლისის პერიოდში, იპოთეკური სესხების გაცემა 21%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი კლებამ 6% შეადგინა.

გასული წლის ამ პერიოდში იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმი მოქმედებდა, სამშემებლო კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას სახელმწიფო 7%-ს ფარავდა. პროგრამა 2020-ის ბოლოს დასრულდა.

ამ ეტაპზე კი ახალი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაა დაანონსებული, მიმდინარეობს მუშაობა დადგენილებაზე, რომელიც აგვისტოში დასრულდება და სესხების გააქტიურებაც შესაბამისად, სექტემბრიდანაა მოსალოდნელი, როცა ბანკები უკვე სუბსიდირებულ პროდუქტებს დაამუშავებენ.

ახალი პროგრამით 6-8%-იანი სუბსიდიაა გათვალისწინებული, ერთი, მეორე და შემდეგი შვილების ყოლის შემთხვევაში. პროგრამით სარგებლობისთვის, სესხის ვალუტის 200,000 ლარიანი ჭერი 300,000 ლარამდე იზრდება.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები