ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტოკიში საქართველოს ოლიმპიური გუნდი წარსდგა
23 ივლისი, 2021, 17:30
ტოკიში საქართველოს ოლიმპიური გუნდი წარსდგა

თბილისი (GBC) - ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. საქართველოს ოლიმპიური გუნდი ცერემონიაზე 81-ე ნომრად გამოვიდა. ოლიმპიური გუნდის მედროშეები არიან ოლიმპიური ჩემპიონები - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 

ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. საქართველოს ოლიმპიური გუნდი ცერემონიაზე 81-ე ნომრად გამოვიდა. ოლიმპიური გუნდის მედროშეები არიან ოლიმპიური ჩემპიონები - ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პირველ შეხვედრაში ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მეტოქე ეგვიპტელი მოჰაბ სამერი იქნება.ეს სანდრო ბაზაძის და მოაჰაბ ამერის პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება.სანდრო ბაზაძისა და მოჰაბ სამერის შეხვედრა 24 ივლისს საქართველოს დროით 20 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.


26 წლის მოჰაბ სამერი FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილზეა, ის 2016 წლის აფრიკის ჩემპიონია, 2018 და 2019 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა შედეგით 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 წააგო.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები