| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ისე უნდა ვებრძოლოთ პანდემიას არ შეავაფერხოთ ჩვენი ეკონომიკა, - ეკონომიკის მინისტრმა ვაქცინის საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომობაზე განაცხადა, რაც არსებულ რეალობას შარშანდელი გაზაფხული- ზაფხულის პერიოდისგან ანსხვავებს. იმ პერიოდისგან, როცა შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო.
საყოველთაო ვაქცინაციის რამდენიმე თვით გადავადების ფონზე, ნათია თურნავა, პრობლემას მხოლოდ რეგიონების არასაკმარის ინფორმირებაში ხედავს.
ნათია თურნავამ აცრის კამპანიაში სამთავრობო აქტივობაზე განაცხადა. ის,რამდენი მსხვილი საწარმოს თანამშრომლების ვაქცინაციას ადევნებდა თვალ-ყურს. მათ შორის იყო რუსთავის აზოტი ქართუს და სხვა კომპანიის საფეიქრო საწარმოები.
ვაქცინირებულებისთვის გარკკვეული პრივილეგიების დაწესებაზე განაცხადა, რომ სავალდებულობა საქართველოს მთავრობის არჩევანი არ არის. თუმცა არ გამორიცხა საინვესტიციო კომპანიების მხრიდან აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვების შემოღება და აცრილების წახალისება. მათ შორისაა გემთფლობელები. ნათია თურნავა მეზღვაურების აცრის კამპანიაშიც მონაწილეობდა. აცრით დაცულობა, მისი თქმით, უცხოეთში დასაქმების მსურველებისთვისაც მნიშვნელოვანია.
თურნავას თქმით, ქვეყანას მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი გააჩნია. ეკონომიკის ჩაუკეტავად უნდა დავავამარცხოთ პანდემია. "რა საჭიროა დავამძიმოთ ჩვენი ბიუჯეტი დამატებითი სესხით", - თქვა მან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss