ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შემოსავლების სამსახურმა სერვისცენტრი გახსნა
26 ივლისი, 2021, 16:38
შემოსავლების სამსახურმა სერვისცენტრი გახსნა

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, დღეიდან, 26 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება განახლებული ისანისამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, (მისამართზე: გულუას ქუჩა № 4).

ამასთან, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია. მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღება, შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2 ან ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის -  RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსებულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299  (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმშიისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

ისანისამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი  გადასახადის გადამხდელებს  09:00- საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები