ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი 2021 -ის საზედამხედველო სტრატეგიას აქვეყნებს
26 ივლისი, 2021, 16:49
თბილისი (GBC) -საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2021 წლის გამოცემა გამოაქვეყნა. საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტი, რომელიც 3 წლის (2020-2022 წწ.) სტრატეგიული პრიორიტეტებს ითვალისწინებდა სებ-მა გასულ წელს გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ საზედამხედველო პრიორიტეტები 3 წლის მანძილზე უცვლელია, ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიას ყოველწლიურად აახლებს, რადგან საზედამხედველო პრიორიტეტების ამოცანებსა და შესრულების ვადებში შესული ის ცვლილებები ასახოს, რომლებიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესრულებას ემსახურება.

"საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორისთვის. დოკუმენტის განახლებით განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო 12-18 თვის პერიოდში დაგეგმილ საზედამხედველო პრიორიტეტების ძირითად ამოცანებსა და ცვლილებებზე კეთდება. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეებისთვის მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდებას და, მეორე მხრივ, პრიორიტეტების შესრულებისთვის საჭირო სამუშაოების მაქსიმალურად ეფექტიან დაგეგმვაში გვეხმარება" - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტის გამოცემა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის აქტიურ ფაზას დაემთხვა.  COVID-19 მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ეროვნულმა ბანკმა პანდემიის დასაწყისშივე ახალი კორონავირუსით გამოწვეული გავლენების შემცირების და საჭირო ზომების მიღების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც, ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ, თავიანთი რესურსების  მობილიზების შესაძლებლობა მიეცათ. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის მიუხედავად ეროვნულმა ბანკმა სტრატეგიის პირველივე წელს საგრძნობ პროგრესს მიაღწია. უცვლელია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიული პრიორიტეტები. 2021 წელსაც, ეროვნულ ბანკი თავის საქმიანობას შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტების გათვალისწინებით წარმართავს:

  • ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება
  • დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება
  • საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება
  • მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება

განახლებული აქტივობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ 2021 წლის დოკუმენტში იხილოთ. 2020 წლის სტრატეგიის შესრულების დეტალური ანგარიშიც ამავე დოკუმენტშია ხელმისაწვდომი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები