ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დეგნანი ვაქცინაციით კმაყოფილია
28 ივლისი, 2021, 11:31
დეგნანი ვაქცინაციით კმაყოფილია

თბილისი (GBC) -  აშშ-ის ელჩი აცრი მსურველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით მოხარულია . "ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, დელტა შტამის გამოვლენით გაზრდილი რისკის პირობებში, -  განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

„შესანიშნავია, რომ მოვედი აქ, ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ვნახე ამდენი ქართველი, რომელიც იცრება. აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ 500 000 დოზის გადმოცემა და ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის რეგისტრაციასა და ვაქცინაციაზე.

ვაქცინაცია საუკეთესო გზაა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს – გთხოვთ, აიცერით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება. აშშ ეხმარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და ჩვენ გვსურს, დაგეხმარით ამ ფაზაშიც, ვაქცინაციის ფაზაში. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაამარცხებს პანდემიას. ეს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაა. აიცერით!“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის მინისტრის  ინფიცირების  ზრდის პრევენციისთვის შეზღუდვებზე  უფრო უმთავრესად  თვითრეგულაცია მიაჩნია. ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ პირბადის ტარებისკენ,  ბოლო პერიოდის სხვადასხვა კულტურ- შემეცნებითი აქტივებში, ფესტივალებში, მონაწილეობის თავშეკავებისკენ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები