| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ახლადამოქმედებულ (28/07/21) სამშენებლო ამნისტიის აღსრულების წესებს და პროცედურებს, თავისი საშეღავათო რეჟიმებით, თბილისის მუნიციპალიტეტი მალე დაამტიცებს. კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 3 -ეტაპიანი ცვლილებების მნიშვნელობაზე განაცხადა, 10 000-ობით მოქალაქის ქონებრივი პრობლემური საკითხების მოგვარების თვალსაზრისით.
მოქალაქეებს პრეფერენციებზე კიდევ ერთხელ შეახსენა. რომ 1) 18.08.2020 -მდე ნებართვის მქონე სამშენებლო ობიექტისთვის გათვალისწინებულია გამონაკლისი, პატიებას ექვემდებარება ფართობის გადამეტება, წითელი და ფუნქციური ზონების დარღვევა. 2) შემდეგი პუნქტით, შემსუბუქება ბალანსდება, დეველოპერის პასუხისმგებლობის დამძიმებით. გუშინდელი და დღევანდელი დარღვევები, ხვალ და ზეგ რომ აღარ განმეორდეს. სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ექცევა.
თბილისის მერი და კანდიდატი სამომავლოდ, დეველპერის პასუხისმგებლობის დამძიმებას, პრევენციისთვის, გარდაუვლად მიიჩნევს. შესაბამისად მშენებლობის შეჩერება-გამოსწორებაზე მუნიციპალური ინსპექციის მითითების შეუსრულებლობა დასჯადი გახდება, რომ მისი თქმით, ყველასთვის არმოსაწონი არსებული რეალობა არ მივიღოთ მომავალშიც.
3) შენობებში, საყოფაცხოვრებო ფართებით, ექსპუატაციაში მიღებამდე, დენის და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურა ვეღარ მოეწყობა. სამშენებლო სექტორისთვის ახლადამოქმედებული ცვლილებებით, უფლებამოსილი ორგანოს ვიზირებამდე შენობა საყოფაცხოვრებო ფუნქციით ვერ გამოიყენება. 2022 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ შეზღუდვებში მხოლოდ მომავალ წელს დაწყებული პროექტები ექცევა. ახალი ნორმა 01.01.2022-მდე ნებართვამიღებულებისთვის არ ვრცელდება.
კალაძის თქმით, ამნისტიით მოწესრიგდება ქონებრივი საკითხები. ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ესპლუატაციაში მიუღებელ შენობაში წლებია ცხოვრობს .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss