ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ში გარანტიები უგირავნოა
30 ივლისი, 2021, 13:21
BOGG-ში გარანტიები უგირავნოა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი. საქართველოს ბანკის განცადებით,  კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს.

სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ.  ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას უზრუნველყოფს.

 ბანკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული პროცედურით, გირაოს გარეშე, სულ რაღაც 1 დღეში მიიღონ აღნიშნული საბანკო გარანტიები.

 პირობები ვრცელდება 1,000,000 ლარამდე კონტრაქტებზე. სატენდერო გარანტიის შემთხვევაში კი მომსახურების მიღება დისტანციურად არის  შესაძლებელი.

 „იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, ამიერიდან შეძლებენ საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტია გირაოს გარეშე კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღონ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები