ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პროფ სასწავლებლებზე მოთხოვნა 55%-ით შემცირდა
30 ივლისი, 2021, 14:42
პროფ სასწავლებლებზე მოთხოვნა 55%-ით შემცირდა

პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. IDFI-ის კვლევის მიხედვით, პროფესიული სასწავლებლების რიცხვი 2020 წელს 92 იყო და თითქმის არ შეცვლილა 2013 წელთან შედარებით. თუმცა, სტუდენტების რაოდენობა -55%-ით შემცირდა იმავე პერიოდში და 9,399 შეადგინა. ეს შეიძლება აიხსნას პროფესიული სასწავლებლების არაპოპულარობითა და დაბალი ხარისხის განათლებით. ასევე, შემცირდა კერძო პროფესიული სასწავლებლების წილი 57%- მდე (-15 პროცენტული პუნქტი) იმავე პერიოდში, რაც ბიზნეს სექტორის დაბალ ინტერესზე მიუთითებს აღნიშნული სასწავლებლების მიმართ.

ჩარიცხული სტუდენტების 39% თბილისში სწავლობს, მაგრამ კურსდამთავრებულების წილი (36%) ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. თბილისში ერთ სტუდენტზე მასწავლებლების რაოდენობა 1.6-ია, რაც ასევე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (2.1) დაბალია. სხვა რეგიონებში აჭარა ლიდერობს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით (17%), და 48%-იანი კურსდამთავრებულების წილით, რომელიც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღლაა.

საქართველოსთან შედარებით, ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებელს ირჩევს მე-9 კლასის შემდეგ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია. ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას საქართველოში პროფესიული სასწავლებლების არაპრესტიჟულობით და სამუშაო ბაზარზე რეგულაციების არ არსებობით, რომელიც დასაქმებულს ლიცენზიას ან სერტიფიკატს მოსთხოვდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები