ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლიტერატურული კამპუსები მოეწყობა
3 აგვისტო, 2021, 12:03
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლიტერატურული კამპუსები მოეწყობა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ ფილმები, ჩაერთონ მათ განხილვაში; შეიძინონ ახალ ინტერესები და მეგობრები

 

კამპუსები თელავში მოეწყობა, მასში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი მიიღებს. პროექტის ფარგლებში დღეში ორ-ორი ლექცია ჩატარდება. სტუდენტებს ლიტერატურისა და კინოს შესახებ ესაუბრებიან მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ეკო დეისაძე, ტორესა მოსი, გიორგი კეკელიძე, რეჟისორები უტა ბერაია, პაატა ციკოლია და კინომცოდნე, ნენო ქავთარაძე. საუბრების სპექტრი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ხელოვნებასაც. 

 

„სტუდენტური კამპუსის“ მიზანია ქართველ სტუდენტებს სალიტერატურო პროცესებზე, ბოლო კვლევებსა და ტენდენციებზე მიაწოდოს ინფორმაცია და გაზარდოს მათი ინტერესი შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების მიმართ. პრქტში ჩართულობა შესაძლოა, სამომავლოდ განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს მათ მიერ პროფესიის ან სამუშაო მიმართულების არჩევისას. ჩვენი მიზანია, ბანაკიდან დაბრუნებულ სტუდენტს გავუღვივოთ ინტერესი გახდეს მკითხველი, სწორედ გაიაზროს წაკითხული ტექსტი თუ ნანახი ფილმი და გაუჩნდეს სურვილი, ყოველთვის ეძიოსახალი შესაძლებლობები“, - აცხადებს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

 

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვუჭერთ მხარს. კამპუსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სფეროს წარმომადგენლებისგან შეიტყონ კიდევ უფრო მეტი კინოსა და ლიტერატურაზე, ჩაერთონ შემეცნებით და ჯგუფურ აქტიობებში და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. საქართველოს ბანკის მიზანია ამ და სხვა პროექტებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლებითვის საჭირორესურსებზე წვდომა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

 

ინფორმაციისთვისUNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც  საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობს მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები