ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გაგუა უკვე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტია
3 აგვისტო, 2021, 12:55
გაგუა უკვე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტია

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს.

ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძესთან და ეკატერინე გალდავასთან ერთად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა გასულ კვირას აირჩია. საბჭოს წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატურები პარლამენტს სქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა.

ნიკოლოზ გაგუა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები