ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კონცენტრაცია საბანკო სექტორის კონკურენციას არ ზღუდავს
4 აგვისტო, 2021, 13:30
კონცენტრაცია საბანკო სექტორის კონკურენციას არ ზღუდავს

თბილისი (GBC) მაღალი კონცენტრაცია არამც და არამც არ უნდა იყოს აღქმული კონკურენციის შემზღუდველად, - სებ-ის პრეზიდენტს მაღალკონცენტრირებული საბანკო ბაზრის არასათანადო სიჯანასაღეზე  4 აგვისტოს მპკ -ს სხდომის შემდეგ ჰკითხეს.~

კობა გვენეტაძემ საფრთხეების უსაფუძვლობის თვალსაჩინოებისთვის, სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ფინეთის და ბალტიის ქვეყნების მაგალითი მოიხმო. ასევე დაამატა მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ საქართველოში კონკურენციის ხელშემწყობი რეგულაციები მოქმედებს. ბანკთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში მიდგომა იქნება ეს, თუ დამატებითი ფინანსური ვალდებულება.

ბანკს აღნიშნული პირებისთვის მომსახურების  უპირატესი პირობების შეთავაზება ეზღუდება. კობა გვენეტაძის თქმით, სებ-ი ზედამხედველობს პროპორციულობის პრინციპით, საზედამხედველო ნორმა ბანკის ზომის პროპორციულად იზრდება. მაგალითად: როგორც სისტემურ ბანკებთან ( TBC, BOG, LB)  მიმართებაშია, კაპიტალის  დამატებითი სისტემური ბუფერის მოთხოვნით.

საბანკო სექტორის მოგების ზრდის 2020-დან მოყოლებული ტენდენცია პანდემიაში შექმნილი 1.1 მლრდ-იანი  ნამეტი რეზერვის შედეგად ხარჯების დაზოგვით აიხსნება.  სებ-ის პრეზიდენტმა ახსნა, რომ მეტობით შექმნილი რეზერვის ხარჯზე, ბანკებს სესხების დანაკარგებზე რეზერვისთვის ხარჯების გაწევა აღარ მოუწია. 

სებ-ის პრეზიდენტისთვის, სექტორის მოგების ზრდა კიდევ ერთი პოზიტიური  სიგნალია, ბანკების მიერ კაპიტალის ბუფერების ვადამდე აღდგენის მანიშნებელი.

H1/2021-ისთვის ბანკების წმინდა მოგება 1.06 მლრდ ლარია და 2 ბანკის წილი 86% (BOG - 434.8 მლნ; TBC- 485.8 მლნ) 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები