ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის ზრდას დაბალანაზღაურებადი საჯარო მოხელე ამუხრუჭებს
5 აგვისტო, 2021, 18:47
ეკონომიკის ზრდას დაბალანაზღაურებადი საჯარო მოხელე ამუხრუჭებს

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ქვეყნის განვითარებისთვის  საჯარო სექტორში მაღალანაზრაურებადი კადრების მობილიზების საჭიროებას ხედავს. ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმის წარდგენისას.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და ჩვენი მთავარი მიზნის - მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის - მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე.

„გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის, აუცილებელია გარკვეული რესურსები მიიმართოს საჯარო მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორში შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები.  კვალიფიციური მოხელეების ხელფასების ზრდა, არ უნდა გახდეს მუდმივად პოლიტიზირების საგანი, ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული წესები - ფორმულა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად განხორციელდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და შენარჩუნებული იქნება კონკურენტუნარიანობა“, - მინისტრის თქმით, შედეგად, ქვეყანას ეყოლება სათანადო კვალიფიკაციის მქონე საჯარო სექტორი - უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, რაც ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია ანაზღაურების ზრდას მმართველობით, მაღალ რგოლში მოიაზრებს თუ საშუალო და დაბალში.  კვარტალური სტატისტიკით,  სახელმწიფო მმართველობა,თავდაცვა, სავალდებულო სოც. უსაფრთხოებაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი 1528 ლარია. კერძო სექტორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სეგმენტი  საფინანსო -სადაზღვევოა, 2 448 ლარის საშ ხელფასით. ინფორმაცია-კომუნიკაციები - 2 159 ლარი, მშენებლობა - 1 665 ლარი, ჯანდაცვა 1 165 ლარი. ყველაზე დაბალია განათლების სექტორში 808 ლარი და  წყალმომარაგება ნარჩენების მართვაში. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები