ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მიშელის შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას
6 აგვისტო, 2021, 18:11
მიშელის შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას

თბილისი (GBC) -აშშ-ის ელჩი კობახიძის ანულირებულ მიშელის შეთანხმების თემას  უბრუნდება. კელი დეგნანის თქმით, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი, რომელშიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, არის თანმიმდევრული და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას.

 „ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ნაადრევია იმაზე საუბარი თუ რა შეიძლება იყოს და რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ.მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღებულია 6-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. ის ფაქტი, რომ ეს პროცესი გრძელდებოდა 6 თვე იმიტომაც იყო, რომ აღნიშნული შედეგი ამ მოლაპარაკებების არის თანმიმდევრული და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და ამიტომ დასჭირდა ამას ასეთი ინტენსიური პროცესი 6 თვის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნული შეთანხმება იმითიც არის ღირებული, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა პოლიტიკური პარტია და ამ შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას. კვლავ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები