| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორების დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე ზრდის. ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, „ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე“,- ნათქვამია ევროპული კომისიის პრესრელიზში.
თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიოს, რომელიც უსაფრთხო აცრისთის მოსახლეობის მზადყოფნის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
„ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდ სერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას“,- აღნიშნულია პრესრელიზში.
„ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“,- განაცხადა ევროკომისარმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss