ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
13 აგვისტო, 2021, 17:48
ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ავითარებს თანაშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერითსახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი ფერმა გაიხსნა. ახალგაზრდა ფერმერის, ზურაბ მასურაშვილის და ბანკის თანამშრომლობის დაწყების მომენტში, ფერმაში მხოლოდ 15 სული მაღალპროდუქტიული საქონელი იყო, ამ ეტაპზე კი ფერმერს ყავს 160 სული მაღალპროდუქტიული მერძეული ჯიშის ძროხა, და აქვს 3000 კვ.მ.-ზე გაშენებული თანამედროვე ტიპის ფერმა.

ფერმაში, ყოველდღიურად, 4 ტონა ნედლი რძე იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება; მეურნეობაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად და უცხოეთიდან მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელის შემოსაყვანად 2,5 მლნ ლარი თანხის ინვესტიცია განხორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი ვითიბი ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი აგრო კრედიტია. 

„აღნიშნული პროექტი, ნათელი მაგალითია, ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობისა. მსესხებლის დაუღალავი შრომით და ბანკის ფინანსური მხარდაჭერითჩვენ ქვეყანაში მივიღეთ კიდევ ერთი წარმატებული აგრო საწარმო. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის განვითარებაში და ყოველთვის მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას“ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, შმაგი ბრეგაძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები