| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)
აღმასრულებელთა აქციებით ცვალებადი კომპენსაციის ტრასტის მმართველმა კომპანიამ, Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი
ბროკერის შუამავლობით BOGG-ს 37,500 ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, თითოეულის
ნომინალური ღირებულება £0.01. თითოეული აქციის ღირებულება £15.85 იყო (ვაჭრობა 13 აგვისტოს
შედგა). ბოლო ვაჭრობა 6 აგვისტოს შედგა, საშუალო ფასი
£15.
ტრასტს
აქციები მისი ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს. პოტენციურ ბენეფიციარებს შორის
აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.
აღნიშნული
ტრანზაქციების შემდეგ ტრასტი 1,282,353 აქციას იკავებს, რაც დაახლოებით BOGG-ს მიერ
გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 2.61%-ია (6-სთვის 2.53% იყო). ტრასტის აქციები სრულად არსებული ჯილდოებისთვისაა
გამოყოფილი.
SANNE-მ
ასევე, როგორც BOGG-ს თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, ბროკერის
მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 25,868 ცალი
ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო ფასმა თითო აქციაზე
£15.87 შეადგინა.
ვაჭრობა
13 აგვისტოს შედგა და ესეც აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა
(ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი. წინა ვაჭრობა 6 აგვისტოს შედგა, საშუალო
ფასი თითო აქციაზე - £14.82.
აღნიშნული
ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 609,000 ცალი
აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალის 1.24%-ია
(6-სთვის 1.19%). აქედან, უცვლელად
403,014 აქცია არსებული ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.
მენეჯერებისა
და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს. ზაფხულში კი ტრანზაქციებს
შორის, მინიმალური შესყიდვის ფასი £12.81 - 11 ივნისს
დაფიქსირდა.
BGEO-ს
აქციების ფასი დღეის მდგომარეობით £15-15.38-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss