| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში წმინდა ექსპორტმა 1.662 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 30.7%-ით მეტია ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. მაჩვენებელი ასევე გაზრდილია პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 7%-ით.
ექსპორტმა რეექსპორტთან ერთად 2.275 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 27.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია (352.2 მლნ დოლარი), მეორე ადგილზეა რუსეთი (293.9 მლნ დოლარი), მესამე პოზიციაზე კი თურქეთი (180.1 მლნ დოლარი).
2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 465.9 მლნ დოლარით, სასაქონლო ჯგუფის წილი ადგილობრივი ექსპორტის 28%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ დოლარით (ექსპორტის 13.7%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მლნ დოლარით (7.4%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss