| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილა, რომლის თანამახმად 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.
ღვინის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, კანონში 4 მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.
„ღვინის
კატეგორიებს ემატება ახალი - „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც
დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო
ორგანიზაციის მიერ. შემდეგი ცვლილება
ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ
ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ
ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის.
ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი
ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის
საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების
ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
„ვაზისა და
ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი სხვა ცვლილებები აღნიშნული ოთხი მთავარი
ცვლილებიდან გამომდინარეობს.
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიცირების მიზანი მოქმედი კოდექსის
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა
წარმოადგენს. მომხსენებლის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში კი უკვე არსებული ჯარიმების ოდენობის დაზუსტება ხდება და შესაბამისი
ჯარიმები კონკრეტული თანხით განისაზღვრება.
კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss