| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თურქული იშ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტს ინარჩუნებს.
აგვისტოს მდგომაროებით, ბანკის 140 მლნ
ლარის ანაბრების პორტფელში, ლარში დენომინირებული, მხოლოდ 12 მლნ ლარის დეპოზიტებია. შესაბამისად
სებ-ის ბოლო შეღავათით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, სარეზერვო
ნორმის შემცირებით ვერ ისარგებლებს.
ივლისში ამოქმედებული სებ-ის სარეზერვო
მოთხოვნით, ბანკს, დეპოზიტების მაღალი ლარიზაციის კოეფიციენტით (>70%),
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სასხრებზე სარეზერვო ნორმა, 25%-დან 10%-მდე უმცირდება. კომერციულ ბანკს ნაკლების დარეზერვება კი საოპერაციო
რესურსის მეტობისთის სჭირდება.
თურქული ბანკში განთავსებული 139
მლნ ლარის ანაბრების 84% - ₾117.6 მლნ ₾ უცხოურ ვალუტაშია. დოლარიზაცია მაღალია საკრედიტო პორტფელშიც, 227 მლნ ლარიდან,
მხოლოდ 68 მლნ-ის საკრედიტო დაბანდებაა ლარში.
1
სექტემბრისთვის ბანკი საქართველოს ბაზარზე
94 მლნ ლარის საზედამხედველ;ო კაპიტალით
და 384 მლნ ლარის აქტივებით მე-14 პოზიციაზეა
თურქული
İşbank-ი საქართველოს ბაზარზეა 2012 წლის 13 ივლისიდან
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss