| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 15.7% შეადგინა. შედარებისთვის - ივლისში ექსპორტის ზრდა წლიურად 40.7% იყო, ივნისში 39.6%, მაისში 45%, აპრილში 69%, მარტში - 30.5%, თებერვალში კი მხოლოდ 1.9%.
„მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი. ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო, 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს“, - განმარტავენ TBC კაპიტალში.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს - 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს (20.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარაგვისტოში, 3 461.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss