| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

ეროვნულმა
ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მოყვანილია სამი სცენარი
რომელიც მათ შორის ლარის კურსის გამყარება/გაუფასურებას ეხება.
ეროვნული
ბანკის საბაზო სცენარით არც მიმდინარე, არც მომდევნო და არც 2023 წლისთვის კურსის ცვლილება
მოსალოდნელი არ არის და ერთი დოლარის ღირებულება კვლავ 3 ლარი 10 თეთრის ფარგლებსი
იქნება.
განსხვავებულია
ზომიერი რისკ სცენარი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ელის რომ მიმდინარე წელს ლარის
კურსი 10%-ით გაუფასურდება, 2022 წელს 5%-ით გამყარდება, ხოლო 2023-ში უცვლელი დარჩება.
ეროვნული
ბანკის მკაცრი რისკ სცენარის მიხედვით ლარი წელს შესაძლოა დამატებით 15%-ით გაუფასურდეს,
მომდევნო წელს 10%-ით, ხოლო 2023 წელს 5%-ით გამყარდეს.
ზომიერი რისკ-სცენარი გლობალურად COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
პროცესის შეფერხებებს განიხილავს. შედეგად, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება
და ეკონომიკის აღდგენა გვიანდება, განსაკუთრებით განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის
ქვეყნებში.
მკაცრ რისკ-სცენარში გათვალისწინებულია გლობალურად კორონავირუსის
ახალი შტამების გავრცელება და მათი მდგრადობა არსებული ვაქცინების მიმართ. აღნიშნულ
ჰიპოთეტურ სცენარში კორონავირუსის მუტაციებით გამოწვეული პანდემიის მძლავრი ტალღა მიმდინარე
წლის მეორე ნახევარში იწყება და მისი გავრცელების შესაკავებლად ეკონომიკურ აქტივობასა
და გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღებას იწვევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss