| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება.
სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
„საქართველოს ბანკისა და „ელპლუსის“ პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი“ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა. პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი“ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, „ელპლუსს“ ქვეყნის
მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ
სწორედ „ელპლუს“-ში შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების
ინვენტარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss