ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოფლის მეურნეობის სამიმისტრომ 507 472 ევრო მოიზიდა
30 სექტემბერი, 2021, 14:15

თბილისი (GBC) -საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მეცხოველეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც „კვლევისა და დახმარების  ფონდის” (FASEP) პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ინიციატორმა, ბიზნესმენმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ჟაკ ფლურიმ მოაწერეს.

FASEP  პროექტის ბიუჯეტი 507 472 ევროა, რომელიც, ქართული მხარისთვის საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული კერძო კომპანიის „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ ფინანსური მხარდაჭერაა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის.

„მადლობა მინდა, გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც წვრილფეხა მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცხოველეობის კუთხით არსებული ჩვენი მიზნების განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები