ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპო 2020 წინასაახალწლოდ საქართველოს ეროვნულ დღეს უწყობს
30 სექტემბერი, 2021, 15:17
ექსპო 2020 წინასაახალწლოდ საქართველოს ეროვნულ დღეს უწყობს

თბილისი (GBC) - საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს და პასუხობს „ექსპო 2020 დუბაის“ მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის- ირაკლი ნადარეიშვილი

 

„ექსპო 2020 დუბაი“ უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ექსპო 2020 დუბაიზე წარდგენილი საქართველოს პავილიონის გახსნისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით -  ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა,  დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.

 

„ჩვენ წარმოვაჩენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც ვთავაზობთ  ინვესტორებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ხელმისწავდომობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, ქართულ პავილიონში ასევე გაიმართება მთელი რიგი თემატური ღონისძიებები, 29 დეკემბერს კი ჩატარდება საქართველოს ეროვნული დღე,  რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის, მათ შორის ფოლკლორის, ცეკვის, თანამედროვე მიმართულებების საუკეთესო ნიმუშები. ასევე გაიმართება რამდენიმე თემატური ღონისძიება, მათ შორის ქართული გასტრონომიის დღე, ღვინის დღე და ქართული კალიგრაფიის დღე.

 

„ქართული პავილიონი და ექსპოს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უნიკალურ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით და გააცნობს მას მთელ მსოფლიოსა და ექსპო 2020 დუბაის მილიონობით ვიზიტორს.  ვფიქრობ, საქართველო საუკეთესოდ პასუხობს ექსპო 2020-ს მთავარ იდეას - ადამიანების გაერთიანება უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები