| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა.
სებ-მა ვალუტა წინა აუქციონთან შედარებით, უფრო დაბალი კურსით გაყიდა. წინაზე, 20 აგვისტოს, 30 მლნ -იანი ინტერვენციით, მიმოქცევიდან 94 მლნ ლარამდე ამოიღო. სულ, აგვისტო-სექტემბერში კი 280 მლნ ლარზე მეტი..
2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკს ბაზრისთვის 348 მლნ აშშ დოლარი აქვს მიწოდებული. აქედან 9 აუქციონით $333 მლნ , დანარჩენი კი BMatch პლატფორმაზე ვაჭრობით (ყიდვა-გაყიდვა).
აგვისტოში, სებ-ს მიწოდების საპირისპიროდ, ბაზრიდან, $200 000 აქვს ამოღებული. ამასთან იმავე, აგვისტოში აუქციონით მიწოდებულია $30 მილიონი. გამოდის, რომ სებ-ს აგვისტოში, ლარის მიწოდების და ამოღების საჭიროება ერთდროულად დაუდგა. $30 მლნ-იანი ინტერვენციით, მიმოქცევიდან 90 მლნ ლარი ამოიღო, და BMatch -ით 0.5 მლნ ლარი მიაწოდა.
ფინანსისტების განმარტებით, აგვისტოში ბაზარი არეული იყო, თუ მონაწილეების და სებ-ის ქცევას დავაკვირდებით. BMatch-ზე სებ-მა აგვისტოში ბანკებისგან უფრო მეტი დოლარი იყიდა, ვიდრე მიჰყიდა და შესაბამისად ნაშთი გამოვიდა მინუსით (- 200 000 აშშ დოლარი).
როგორც ცნობილია, BMatch პლატფორმის კურსი საბაზროსთან ყველაზე მეტად მიახლოებულია. ამასთან ამ პლატფორმაზე სებ-ის ყოფნა, ბაზრის არევისას, მის ჩარევას ემსახურება. ცენტრალური ბანკი ბანკთაშორის ვაჭრობაში ერთვება მაშინ, როცა ლარის ($/₾) კურსი იწყებს რყევას, გაუფასურების ან გამყარების მიმართულებით. თუ რომელიმე ტრენდი აღინიშნა, უკვე ის დროა, როცა BMatch-ის წესი უნდა ამოქმედდეს. და თუ კურსი გაუფასურებისკენ ირყევა, სებ-ი აშშ დოლარს ყიდის, თუ ლარის გამყარებისკენ გადაიხარა, მაშინ ყიდულობს.
აგვისტოში, სებ-ს, სავალუტო ვაჭრობაში ჩარევისკენ, უფრო მეტჯერ, ლარის ზედმეტად გამყარების საფრთხეებმა უბიძგა.
საფრთხის წარმოდგენა ვისაც უჭირს, ერთ ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიხმობთ: აგვისტოს ამა თუ იმ დღის, გარკვეულ მონაკვეთში, სებ-ი ჩაერია, როცა სავალუტო ბაზარი ყველაზე "მოწყვლადი "იყო (არა მოცულობითი).
ამ დროს, მცირე ტრანზაქციას, ან ერთ გარიგებასაც კი, შესაძლოა მოეხდინა გავლენა და გამოეწვია კურსის რყევა. სებ-მა როგორც კი დაინახა, რომ კურსი, ლარის ზედმეტად გამყარებისკენ გადაიხარა, ჩაერია და აშშ დოლარი იყიდა. ასევე ჩაერეოდა ლარის ზედმეტად გაუფასურებისას. მხოლოდ, პირიქით, აშშ დოლარს იყიდდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss