| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - არაბთა გაერთიანებული საემიროები (UAE) , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სრული წევრი და რიგით 72-ე აქციონერი გახდა.
ბანკის ბორდმა წევრობის განაცხადი უკვე დაამტკიცა. წევრობა კი თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ქმნის EBRD-ის რეგიონებში.
მიუხედავად აქციონერობისა და წევრობისა, UAE ბანკის ოპერირების არეალში კვლავ არ შევა.
საემიროების მთავრობამ EBRD-ს შესაბამისი წევრობისთვის გასული წლის სექტემბერში მიმართა, სადაც ბანკის ოპერირებაში თავისი კონტრიბუციის სურვილი გამოთქვა.
პირველადი დასტური ბორდმა მიმდინარე წლის იანვარში მისცა, ახლა კი პროცესი სრულად დამთავრდა.
ბანკი 2011 წლიდან ოპერირებს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. აქტიურად ახდენს ინვესტირებას და პოლიტიკის მხარდაჭერას, იორდანიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, მაროკოში, ტუნისში და დასავლეთ ბანკსა და ღაზაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss