| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინფლაციის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია. საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემებისმიხედვით, 2021 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 12.3%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი 0.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.
ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები სექტემბერში ყველაზე მეტად არის გაძვირებული. სატრანსპორტო მომსახურების ფასები წლიურად 20%-ით არის მომატებული, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 16-ით.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირება ინფლაციის ფორმირებაში 4.99%-ული პუნქტით აისახა. გაძვირებულია ზეთი და ცხიმი (40.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6%), პური და პურპროდუქტები (13.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.1%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 20.3%-იანი ზრდა 2.47%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ფასები 11.8%-ით არის გაზრდილი და 1.74%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4%) ქვეჯგუფებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss