ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეაბილიტაციის გეგმას 5 კომპანია ელის
6 ოქტომბერი, 2021, 16:02
რეაბილიტაციის გეგმას 5 კომპანია ელის

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ bm.ge-ს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ავტორიზაციის დასრულებაზე აცნობა.

საქართველოში 23 მოქმედი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია, მათ შორის ავტორიზებულია 19 და 4 - გარდამავალის წესით ჩარიცხული   2022 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირდება. 

მათი პროფესიაში შესვლისთვის აუცილებელი უნარები, სპეციალურმა კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით შეამოწმა.

როგორც იცით,  აპრილიდან (2021) კომპანიების გადახდისუუნარობის საქმეები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონით წარმოებს, რომელიც  კომპანიებს გაკოტრების თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს და რეაბილიტაციით გაჯანსაღების (რაც მანამდე მოქმედი გადახდისუუნარიანობის კანონით შეუძლებელი იყო). 

მთავარი ხიბლი სახელმწიფოს ჩაჩოჩებით, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის უფლებების მინიჭებაა (კანონის ფიშკა - ვალს სახელწმიფო ბოლოს იბრუნებს). 

ძველი კანონით,  რეაბილიტაციისას უპირატესი უფლებით უზრუნველყოფილი კრედიტორი სარგებლობდა (რაც ახალშიც ასევე დარჩება. GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას, ცხადია, აღიარებს), შემდეგ მოდის სახელმწიფო და მოვალეს სხვა კრედიტორები.  

ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლივებს პროცესს.  

 

ბოლოდროინდელი საქმეებიდან, მაგ „გუდვილის“ რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულდეს. დაწყებულია 2014 წელს დაიწყო და „გუდვილის“ 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო.

სასტარტო ეტაპისთვის  რამდენიმე  მოცულობითი საქმეა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ნანა ამისულაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთის სარებილიტაციო გეგმა მალე გაცხადდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები