ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კუჭავას თქმით, სააკაშვილის უკრაინიდან გამოპარვა პრემიერ შმიგალს მან აცნობა
7 ოქტომბერი, 2021, 20:14

თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა,  რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საერთო მიზნებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

 

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

 

„უკრაინაში სწორედ პრემიერ მინისტრის მიწვევით ვიმყოფები. შევეხეთ ბევრ საკითხს - პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, აღებული ევროატლანტიკური კურსი და დასახული ამბიციური გეგმები.  პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა 1 მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, ვისაუბრეთ ბევრ სხვა საინტერესო ფორმატზე, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. ხაზი, ასევე,  გაესვა  ტურიზმს, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება კოვიდის შემდეგ, თუმცა, გეგმა არის, ეს კიდევ უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი.

შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს, საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ -  უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია.   კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები