ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კახეთის გზის 575 მლნ-იან ტენდერში არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ
მარიამ მინაძე
8 ოქტომბერი, 2021, 17:20
კახეთის გზის 575 მლნ-იან ტენდერში არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ

თბილისი (GBC) -  კახეთის გზის მშენებლობის ტენდერში 4 კომპანიას შორის, შპს New Road-მა, ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა, ₾63.9 მლნ ლარიანი შეთავაზებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს კახეთის მიმართულებით, ჩქაროსნული მაგისტრალის ფარგლებში ₾74.8 მლნ და ₾575 მლნ-იანი 2 ტენდერის აქვს გამოცხადებული.თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის, 3 ლოტად, 35.2 კმ 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზისთვის.

კონტრაქტორთან ხელშეკრულება 23 სექტემბერს გაფორმდა და 8 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობას მოიცავს. 74.8 მლნ საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო დანარჩენი ორი ლოტის, 575 მლნ კი მსოფლიო ბანკის დაფინანსება. 

575 მლნ ლარის საერთაშორის ტენდერში მონაწილეობა 9 კომპანიამ მიიღო, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში წინადადებების შერჩევა 7 კომპანიას შორის მიმდინარეობს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია იყო, თუმცა შეზღუდული ვადებიდან, მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობიდან და კოვიდ19-ის ვითარებიდან გამომდინარე, მათ შორის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოსვლა და ბაზრის შესწავლა სურდათ, თვენახევარი მათთვის საკმარისი ვადა არ აღმოჩნდა. საერთაშორისო კომპანიები არასათანადო კონკურენციაზე მიუთითებდნენ. ტენდერის ვადის გახანგრძლივებაზე კომპანიებს უარი ეთქვათ.  ვადის გახანგრძლივებას ის კომპანიებიც ითხოვდნენ, ვინც შეთავაზების გაკეთება მოასწრეს.

ტენდერი 25 ივნისს გამოცხადდა, განაცხადის მიღება 15 აგვისტოს დაიწყო და 19-ში დასრულდა. ტენდერის პირველი ლოტი 30 თვეში, მეორე ლოტი კი 24 თვეში უნდა დასრულდეს. 

ტენდერში შემდეგი 7 კომპანია მონაწილეობს : China State Construction Engineering Corporation (265.1 მლნ ლარი); TAŞYAPI İNŞAAT TAAHHÜT SANAYİ VE TİCARET A.Ş. (192.2 მლნ ლარი);  Seza İnşaat San. ve Tic. A.Ş. (188 მლნ ლარი); Sinohydro Corporation Limited (176.3 მლნ ლარი);  CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION (175.2 მლნ ლარი); J.V. A.A.B. Project LLC-M/s DineshChandra R Agrawal Infracon Pvt. Ltd. (160.9 მლნ ლარი); CSI-SDLQ JV (160.6 მლნ); JV GOCAY INSAAT TAAHUT VE TICARET A.S AND MAQRO CONSTRUCTION (149.8 მლნ).


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები