| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გადარჩენილია ბავშვიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. მცირეწლოვანი დანგრეულ შენობასთან მდგარ ავტომობილშის იმყოფებოდა, იმ ბავშვთან ერთად , რომელიც ტრეგიდოდან მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში და ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერილია.
ნანგრევებში რჩებიან გადარჩენილი ქალის შვილები და ბიძა. „ევექსის“ პრესსამსახურში საზმაუს განუცხადეს, რომ ქალის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 11:30 სთ-ზე ჩამოინრა. დანგრეულია 7 სართულის 12 ბინა.
შსს-ს ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებზე.
ტერიტორიის დიდი ნაწილი გასუფთავებულია. ნანგრევები 2 სართულის სიმაღლეზეა უკვე ჩაშლილი, რაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას დააჩქარებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა 15-მდე დაშავებული იმყოფებოდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss