ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
12 ოქტომბერი, 2021, 19:07
მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის პირობებში. 

 

მხარეებმა მიმოიხილეს ის სფეროები, სადაც მომავალ წლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

 

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე, უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.  

 

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართულია 2.7 მლრდ აშშ დოლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები