ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა IMF-თან ბიუჯეტის პარამეტრებს ათანხმებს
15 ოქტომბერი, 2021, 19:23
მთავრობა IMF-თან ბიუჯეტის პარამეტრებს ათანხმებს

თბილისი  (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის  შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.

 

ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

 

სსფ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია ამჟამად, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ, ამასთან ერთად, განიხილეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პრიორიტეტები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სსფ-ის ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება და რომელიც  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ქვეყანაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები