ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრეზიდენტი დავოსის ფორუმზე მიიწვიეს
15 ოქტომბერი, 2021, 20:40
პრეზიდენტი დავოსის ფორუმზე მიიწვიეს

თბილისი (GBC) - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად მიიწვია ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში 2022 წელს  17-21 იანვარს გაიმართება

აღნიშნული მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა კლაუს შვაბთან ჟენევაში 14 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ მიიღო.

,,მსოფლიო პოლიტიკური, ბიზნესისა და სამოაქალაქო საზოაგადოების ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბონ ერთად, რათა აღდგეს ნდობა თანამშრომლობის გზით მომავლის ფორმირების შესაძლებლობის მიმართ"- აღნიშნულია მოწვევის წერილში.

14 ოქტომბრის შეხვედრისას ჟენევაში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ საერთო პრიორიტეტებზე,  როგორიცაა: პროფესიული უნარების განვითარება, ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნება, ასევე განიხილეს ქართველ ახალგაზრდა მეწარმეთა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალურ სამეწარმეო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, რის მიმართაც კლაუს შვაბმა მზაობა გამოხატა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები