| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინფლაციური ბეგარისგან მოსახლეობის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გირჩი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი გამოვიდა და კოლეგებს არაფორმალური კონტროლის მექანიზმის გაანილიზებისთვის მასშატაბური დისკუსია შესთავაზა.
არაფორმალური მმართველად, სანდრო რაქვიაშვილს ესახება სებ-ი, რომელსაც მისი შეფასებით საკანონმდებლო ორგანო ვერ აკონტროლბეს. რაქვიაშვილს სებ-ის მხრიდან პარლამენტის მიმართ აგდებული დამოკიებულებაც აშფოთებს. მან, ამის დასტურად 2022 წლის ბიუჯეტის 230 გვერდიან პროექტზე, სებ-ის 2-გვერდიანი დასკნა მოიხმო.
სადაც სებ-ი აღნიშნავს, რომ ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი წნეხის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის შესაძლებლი. 2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი, წელს მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის სამიზნეზე -3% გასვლის შესაძლებლობას აჩენს.
სებ-ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მდგრად დონეს - 3%-ს (ან ნაკლები) 2023 წლისთვის უნდა მიაღწიოს.
ბიუჯეტის პროექტზე სებ-ის დასკვნით, ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი წნეხის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით არის შესაძლებლი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss