| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით
გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტია). საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარსექტემბერში, 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო
ბალანსი 3.3 მლრდ-ს შეადგენდა.
იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის
წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
თურქეთი (1 247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (718.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი
(599.9 მლნ. აშშ დოლარი). სწორედ ეს სამი ქვეყანაა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss