| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კარტოფილის ღერებულების ჯაჭვის მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში ფორუმი გაიმართა, ონლაინ,საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.
ფორუმი პროექტის „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისათვის“ (FinExCoop საქართველო) ფარგლებში ჩატარდა და, NIF პროგრამის ნდობის ფონდის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით.
ფორუმზე კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესების და ბაზარზე უკეთესი წვდომის ხელშეწყობის საკითხები და გამოწვევები განიხილეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ კარტოფილი საქართველოში ერთ-ერთ ძირითად აგრარულ კულტურას წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მოხმარებაში.
კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რაც, მეტწილად, ფერმერთა მიერ ისეთი სათესლე კარტოფილის გამოყენებით არის განპირობებული, რომლებიც ვირუსების ან სხვა დაავადებების მიმართ მდგრადობით არ გამოირჩევა და დაბალმოსავლიან ჯიშებს წარმოადგენს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. ამ მიზნით, ფონდის „ქართუ" დაფინანსებით შეიქმნა მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის ლაბორატორია. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კარტოფილის ინვიტრო მცენარეების გამრავლება, შემდგომ სათბურში გადატანა და მინი ტუბერების მიღება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისთვის, რაც არაერთ მიმართულებას გულისხმობს, სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ფორუმში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჟორჟ დეუ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი რაფაელ ჟოზანი, FinExCoop საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტოფ კორდონიე, შესაბამისი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss