| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის სექტემბერში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, 6.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 8.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.2%-ით. PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%- ით შემცირდა.
2021 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 143 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 263 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 85 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 497 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 694 ლარი შეადგინა, თბილისში - 642 ლარი, კახეთში - 539 ლარი, ხოლო აჭარაში - 485 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss