ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
JICA-ს დაფინანსებით, ბერბუკის თაფლის საწარმო ლაბორატორიით აღიჭურვა
25 ოქტომბერი, 2021, 12:23
JICA-ს დაფინანსებით, ბერბუკის თაფლის საწარმო ლაბორატორიით აღიჭურვა

თბილისი (GBC) - იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“  ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის,  87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად  გადასცა.

JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი  წარმომადგენელის, იუკიჰო ეჯირის განცხადებით,   ტექნიკა ხელს შეუწყობს მეორე დონის კოოპერატივის განვითარებას. მისი თქმით, იგეგმება ექსპერტების ვიზიტები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“   პროგრამის ფარგლებში  აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია  დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და  ერთგვაროვანი თაფლის მიღება.   

თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის წესით შერჩეულ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში  30% თანადაფინანსებით გადაეცემა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები