ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარლამენტის შენობა არ ამაღლდება
25 ოქტომბერი, 2021, 21:20
პარლამენტის შენობა არ ამაღლდება

თბილისი (GBC)პარლამენტმა სართულის დაშენებაზე უარყოფითი  დასკვნა მიიღო. "C ბლოკის ცენტრალური ფლიგელის ( მე-7 სართ.)  ნაკვეთურებზე 1 სართულის დაშენება არარეკომენდებულია, გაზრდილი დატვირთვის,  წარსულში გამაგრებითი სამუშაოების და სხვა ყველა ფაქტობრივი მონაცემის გაანალიზებით. რეკონსტრუქცია (დაშენება) გამოიწვევს არადასაშვებ დეფორმაციებს“, - აღნიშნულია  პარლამენტის აპარატის დაკვეთით ჩატარებული კვლევის დასკვნაში

 

პარალელურად, ₾360,000 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე. 

 

საკანონმდებლო ორგანოს მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადებით, რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება. აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მე-2  ეტაპად ჩატარდება გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა.

 

საქართველოს პარლამენტის შენობა, ყოფილი მთავრობის სახლი ( საბჭოთა პერიოდში) ზედა კორპუსი 1938 წელს აშენდა. მე-2 კორპუსი, 1953 წელს. 1977, 1990, 1992, 2006, 2013, 2018 წლებში ჩატარებულია საპროექტო გაძლიერებითი სამშენებლო სამუშაოები და რეაბილიტირებულია 90-ებში, სამოქალაქო ომში ხანძრის შემდეგ. (წყარო: BMG)

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები