| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველომ ისტორიაში პირველად
ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული
მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი
ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა. ეს
აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული
მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე.
საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი
კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route“ მიერ, რომლის მიზანს
წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური
მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის
განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
ევროპის საბჭოს კულტურული
მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის
მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ
მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული
ტურიზმის მდგრად განვითარებას.
შუმი ბაზარზე 1997 წლიდან. წინანდალში 9 ჰა-ზე განთავსებულლი ტურისტული კომპლექსი, რომელიც 38 ტურისტულ ლოკაციას აერთიანებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება.
კომპლექსი აერთიანებს საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე
მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss