ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი Hilton-ის გახსნაზე
26 ოქტომბერი, 2021, 15:34
პრემიერი  Hilton-ის გახსნაზე

თბილისი (GBC) - ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ინვესტორ ლაშა პაპაშვილს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და მას მადლობა გადაუხადა. 

„ვუერთდები მილოცვებს, ნამდვილად მისალოცია დღევანდელი დღე, ვინაიდან ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა, ინვესტორს, ბატონ ლაშას მივულოცო ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, მადლობა ვუთხრა მას და მის ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მივულოცო დედაქალაქს, ვინაიდან ასეთი მნიშვნელოვანი, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვახარებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“  გაიხსნა, რომელიც კომპანია „რედიქსმა“ ააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 170 ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. 

ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები