ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო ასოციაციის გაფრთხილება
26 ოქტომბერი, 2021, 19:06
საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

თბილისი (GBC) - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

 

ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას.

 

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს.  შესაძლოა  ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა  შესაბამის  სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები