ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს
28 ოქტომბერი, 2021, 12:18
ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს

თბილისი (GBC) - ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა, შეხვედრის ოთახში შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, ევროპაში, –  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქგვერდზე წერს, რომ არის ძალიან ცუდი სმენადობა.

 

სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს.

 

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება.

 

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ-რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები